სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძის ინფორმაციით, უწყებამ  უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება. 

ლაშას მაღრაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული. 

"დავაკავეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება. ბრალდებული პირი, ამავდროულად, სხვა ქვეყნის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, ცდილობდა დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას. კერძოდ, ბრალდებულმა, სხვა ქვეყნის მოქალაქის სახელით, სანოტარო მოქმედების შესრულების გზით, მესამე პირისთვის საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვის უფლების მინიჭება სცადა," - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.