მოედანი ცალკე გასულა და პარტიას აფუძნებს. წარმატებებს ვუსურვებ.
ეგებ მამუკა ხაზარაძეც დაგვეხსნას ამ ოთხბარიერგადალახულიპარტიით, ნუღარ გვაწუხებს - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
1. შეეგუოს, რომ ჩაუვარდა ინვესტიცია.
2. შეეგუოს, რომ პოლიტიკური ბანკროტია და ვერც იმას აერთიანებს, ვისაც ფული ახარჯა.
3. შეწყვიტოს ოპოზიციაში კუდიანების ძიება და ცილისმწამებლური კამპანიები ოპოზიციური პარტიების მიმართ
4. გაიაზროს, რომ თან ერთიანობას ითხოვდე და თან ვისაც ერთიანობას თხოვ, რუსულ პროექტად რაცხავდე, თავად აყენებს უხერხულ მდგომარეობაში. - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში"
შეგახსენებთ, „ძლიერი საქართველო“ ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედანმა“ დატოვა