„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები ბათუმიდან დაიწყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები, სტუდენტებს შეხვდნენ.
ბორდის ერთ-ერთი წევრის, თეკლა თიკანაშვილის განცხადებით, ახალგაზრდულ ორგანიზაციას დიდი მოლოდინები აქვს და მათ მთავარ მიზანს ახალგაზრდების პრობლემებისა და საჭიროებების გაცნობა წარმოადგენს.
„დიდი მოლოდინები გვაქვს, გვჯერა, რომ ქართველ ახალგაზრდებთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს წარვმართავთ. ჩვენი უმთავრესი მიზანია, შევხვდეთ ახალგაზრდებს, მოვისმინოთ მათი პრობლემები, საჭიროებები, გავეცნოთ და ერთობლივი თანამშრომლობით შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება საქართველოსთვის,“- განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.




