თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოები მოიცავს როგორც  განათების არსებული სისტემის განახლებასა და აღდგენას, ასევე, ახალი განათების წერტილების დამატებას.

,,სამუშაოები ხორციელდება ქალაქ თელავის ცენტრში, მეფე ერეკლეს გალავნისა და ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც უზრუნველყოფს ტერიტორიის უკეთ განათებას და შექმნის კომფორტულ გარემოს მოქალაქეებისა და ვიზიტირებისათვის.  არსებული  განათების სისტემის განახლებისა და აღდგენის, ასევე ახალი განათების წერტილების დამატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ჯამში 3 500 ლარი დაუჯდა.,, - განუცხადეს ,,აიპრესს,, მერიაში. 

ცნობილია, რომ ერეკლე მეფის სასახლის გალავნის პარალელურად, განათების ახალი სისტემის მონტაჟი ხორციელდება ასევე  სასახლის მიმდებარე ბურჯზეც. 

ცნობისათვის, ერეკლე მეფის სასახლე ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. კომპლექსს ყოველწლიურად  ათასობით ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს.