ნიკა მელია ეტყობა, ბოლომდე ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაზე, ვერცერთ საკითხს ვერ დაასახელებთ საქართველოში, სადაც კანონის ფარგლებში რამე მოქმედება იყო და პოლიტიკური შეხედულების გამო ვინმე შეავიწროვეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„გახსოვთ, რომ თვეობით ვაფრთხილებდით, არ გადაედგათ ის ნაბიჯი, რაც გამოიწვევდა მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას. ასეთ დროს რა შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო მოწოდებულია, ვინმე დააპატიმროს? სახელმწიფო ყოველთვის მოუწოდებს, ისე მოიქეცი, დასაპატიმრებელი არ გამიხდეო. ტერმინიც კი გამოვიგონეთ ამისთვის. მგონი, პირველი ვიყავი, ვინც ეს თქვა, თვითდაპატიმრებას მიჰყვეს ხელი და ადამიანი, რომელიც მიდრეკილია თვითდაპატიმრებისაკენ, მე ვერაფერს ვუშველი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა მელიას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის წყლის შესხმის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა




