აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სამართალდამცავების მიერ 2022 წელს ჩადენილ დანაშაულზე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“სამართლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია: „არავინ დაისაჯოს ორჯერ ერთი და იმავე დანაშაულისთვის!” ოპოზიცია ითხოვს, უკვე დაკავებულ პოლიციელებზე ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას.” - წერს ანანიძე "ფეისბუკში"
ცნობისთვის, ტელეკომპანია "ტვპირველის" გადაცემაში "მელაძის შაბათი" გავიდა გადაცემის ანონსი, სადაც ჩანს პოლიციელები როგორ ძალადობენ დაკავებულ პირზე. მოგვიანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს - 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით




