ევროკავშირი რადიკალურად უნდა რეორგანიზდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაშლა ემუქრება. ბრიუსელი ბიუროკრატები ხელში იგდებენ სადავეებს, მაშინ როცა მთელი სისტემა ჩვენს სამსახურში შეიქმნა: სუვერენული წევრი სახელმწიფოებისა და მათი ხალხების. და არა პირიქით! - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა

 "ცვლილებების გარეშე, ევროკავშირი შიგნიდან გააგრძელებს დასუსტებას. დროა ისეთი კავშირისთვის, რომელიც თავის ერებს ემსახურება, სუვერენიტეტს აფასებს და მოქალაქეებს პირველ ადგილზე აყენებს." - განაცხადა ორბანმა.