რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე დაფიქრდეს.
"მზად ვართ, ვიფიქროთ უკრაინაში არჩევნების ჩატარების შემთხვევაში მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისგან თავის შეკავებაზე მაინც, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს ლეგიტიმური უნდა გახდეს. არჩევნების ჩატარების გარეშე კი ეს შეუძლებელი იქნება. მაგრამ, თუ კიევს ამ შესაძლებლობის გამოყენება რუსული არმიის წინსვლის შესაჩერებლად სურს, ეს მათი მცდარი არჩევანია“, - განაცხადა პუტინმა.




