რეაბილიტირებული საუბნო გზა ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ, მოადგილე, ზაზა ხვედელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილთან და სოფლის დეპუტატ, ნაილი ეჯიბაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კეთილმოწყობილი გზა ადგილობრივ მაცხოვრებლებს აძლევს შესაძლებლობას, კომფორტულად შეძლონ გადადგილება, როგორც შიდა საუბნო გზებზე, ასევე მარტივად დაუკავშირდნენ ცენტრალურ მაგისტრალს.

"ზესტაფონის მერიამ 2025 წელს 40 - ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განახორციელა. ჩვენი მიზანია, ყველა სოფელს ჰქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებლად აისახება ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობაზე და საგრძნობლად გააუმჯობესებს სოფლად ცხოვრების პირობებს", აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.

ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს