რეაბილიტირებული საუბნო გზის მონაკვეთი ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კაკოიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
"დილიკაურის საუბნო გზა ადგილობრივ მოსახლეობას მიმდებარე სოფლებთან აკავშირებს. ყოველდღიურ რეჟიმში საუბნო გზით 600 - ზე მეტი ადამიანი სარგებლობს. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას, ასევე შეამცირებს მგზავრობის დროს და რისკებს" , - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 141 044 ლარს შეადგენს.




