ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ სოფელ დილიკაურში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა დაათვალიერა
250 მსხვილფეხა პირუტყვზე გათვლილი ფერმერული მეურნეობა შპს "ვესტ საქორია" ადგილობრივმა ფერმერებმა საკუთარი სახსრებით შექმნეს და ყოველთვიურად 30 ტონა ნედლი რძის წარმოებას გეგმავენ. მესაქონლეობის ფერმაში კი ადგილობრივები დასაქმდებიან.
"საქართველოში ფერმერული მეურნეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფო სხვადასხვა ხელშემწყობ პროგრამებს ახორციელებს, მათ შორისაა აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, რომლის მთავარი მიზანია ფერმერული მეურნეობების გაძლიერება. ჩვენ ფერმის მეპატრონეებს გავაცანით ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამის შესახებ. იმედია ურთიერთთანამშრომლობით საკუთარ ფერმერულ მეურნეობას და მესაქონლეობის დარგს მეტად განავითარებენ",- აღნიშნა მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ
ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს




