თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე  აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება, რომელთა მიხედვით,  პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას ამიერიდან 300 ბენეფიციარით მეტი მიიღებს.

თბილისის  საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული პროგრამული ცვლილებების შესახებ განცხადება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

„უმნიშვნელოვანესია პროგრამა, რომელიც 2015 წლიდან ამუშავდა პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

ვცდილობთ, მოთხოვნის შესაბამისად გავზარდოთ პროგრამაში ჩართვის საჭიროების მქონე  ბენეფიციართა რაოდენობა.  მისასალმებელია, რომ პროგრამას 1 აპრილიდან კიდევ 300 ბავშვი დაემატება. ყოველ მომდევნო წელს აღნიშნული პროგრამა  უკეთესდება, იხვეწება და მოდერნიზებას განიცდის, შესაბამისად მისი ბიუჯეტიც მზარდია.

მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას, საკრებულოს, პროგრამის დამუშავებასა და სრულყოფაში ჩართულ თითოეულ ადამიანს“, -  განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.