საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა.
წარდგენაზე ზურაბ პატარაძემ განაცხადა: "მინდა, ძალიან დიდი მადლობა გამოგიცხადოთ ნდობისათვის, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა გამოწვევაც, რომელსაც ჩვენ, ჩვენს გუნდთან ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ. რათა მივიღოთ მონაწილეობა და გავაგრძელოთ ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომელიც დაწყებულია, რომელიც გრძელდება. და რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი კუთხის, ჩვენი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ და განსაკუთრებულად გამოვარჩიო და მადლობა გადავუხადო აჭარის ყოფილ თავმჯდომარეს ბატონ სულხან თამაზაშვილს. იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის იკავებდა ამ მნიშვნელოვან პოზიციას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე დაიწყო. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეებს გავაგრძელებთ და ერთად ვმართავთ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, ჩვენი ქვეყნის ხვალნდელი დღე, ჩვენი რეგიონის წარმატება.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს გუნდთან ერთად და ამ კონტექტსტში მინდა, განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.




