ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ გათვალისწინებული შეზღუდვები.
როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ "დღის კურიერში" განაცხადა, ჰელსინკის კომისიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" დირექტორია , ეკა გიგაურის გამოსვლა ქვყანის პირდაპირ ეთერში ღალატი იყო.
"კარგად გვახსოვს ვინ იყო ჰელსინკის კომისიაზე ჩვენი მხრიდან წარმომადგენელი - წარმოდგენილი იყო ქალბატონი გიგაური. ღია ეთერში, ცრუ დასმენებით ღალატობდა ქვეყანას. ადამიანი პოლიტიკური მოწოდებებით და "ქართული ოცნების" დისკრედიტაციით არის დაკავებული. მეორე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ლაგაზიძის, სადაც 100 000 ლარზე მეტია დახარჯული დეზინფორმაციისთვის, დესტრუქციული ოპოზიციის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.