"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მის გავლენას, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც ჩვენ წელიწად-ნახევარი ვსაუბრობდით, რომ საქართველო იყო ჩვეულებრივი დეზინფორმაციული კამპანიის ობიექტი და სამიზნე, არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდანაც." - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

ეს იყო მთელი კასკადი ტყუილის, დეზინფორმაციისა, შარლატანი ექიმებისა, შარლატანი ადვოკატებისა, რომლებიც ამტკიცებდნენ, თითქოს იყო წამება, მოწამვლა, უცხოელი, არაუცხოელი, ჩართული იყო მთელი კოჰორტა ადამიანებისა, რომლებიც დღისით, მზისით საქართველოს სდებდნენ ბრალს, თითქოს ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის წამება. ამ ყველაფერს ჩუმად და ხმის ამოღების გარეშე შესცქეროდნენ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც მილიონობით დაფინანსება აქვთ სწორედ იმისთვის, რომ ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაცია ამხილონ ხოლმე და აბსოლუტურად ჩუმად იყვნენ, ერთი ხმა არ ამოუღიათ ამასთან დაკავშირებით. ისინი მარტო მაშინ საუბრობენ დეზინფორმაციაზე, როდესაც მათ დონორებს ეხებათ საკითხი, როცა მათ ქვეყანას ეხება, ჩუმად არიან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სინამდვილეში ამ ორგანიზაციებს არ უნდა ჰქონდეთ არანაირი კავშირი ქართულ საზოგადოებასთან, მით უმეტეს, სამოქალაქო საზოგადოების სახელით საუბრის რაიმე პრეტენზია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.