თბილისში ფეხბურთისა და რაგბისთვის განკუთვნილი ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად ამ ორი სპორტის სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 000 მაყურებელზე, იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაში“, – განაცხადა კობახიძემ.