პირველადი ინფორმაციით, სახურავის გარეშე დარჩა 20-მდე სახლი.
დასეტყვილია ვენახების ნაწილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. „ხედავთ რა მდგოამრეობაა,თუკი რამე გვეთესა ყველაფერი განადგურდა. ლობიო, კიტრი ბადრიჯანი, პომიდორი. უკვე დასაკრეფად იყო გამზადებული და ასე სულ განადგურდა. აღარაფერი არ დარჩა. ამით ვცხოვრობდით, ეს შემოსავალი გვქონდა, ვყიდდით" - ამბობენ დაზარალებული ადგილობრივები.
ძლიერმა ქარმა დაგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროენერგიის ბოძებიც. ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს.