მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამ დრომდე სალომე ზურაბიშვილს მომხდარ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.   

 ცნობისთვის, გუშინ აეროპორტში პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიასაც დახვდნენ და კვერცხები ესროლეს.