ართვინის რაიონში, იუსუფელში, იქ სადაც კაშხლის გამო ახალი დასახლება ააშენეს, მეწყერი ჩამოწვა. როგორც cnnturk.com იუწყება, მეწყერის ჩამოწოლას მსხვერპლი და ზარალი არ მოჰყოლია. 

გამოცემის თანახმად, მეწყერი იმ მთის ფერდზე ჩამოწვა, სადაც იუსუფელის ახალი დასახლებასთან დამაკავშირებელი ხიდი შენდება. როგორც CNN თურქეთიდან იუწყება, ჩამოწოლილი მიწისა და კლდის მასა წყალსაცავში ჩაეშვა, მიმდებარე ტერიტორია კი, მტვერმა დაფარა. 2022 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა რეჯეფ-ტაიპ ერდოღანმა „იუსუფელის" უდიდესი კაშხალი გახსნა, რომლის სიმაღლე 275 მეტრია და 2 მილიარდ 130 მილიონ კუბური მეტრი წლის დატევა შეუძლია. წყალსაცავი თაღოვანი კაშხლის სიდიდით თურქეთში პირველია, ხოლო მსოფლიოში მეხუთე. წყალსაცავის მშენებლობა 2012 წლიდან მიმდინარეობდა. „იუსუფელის“ დადგმული სიმძლავრე 558 მეგავატია, წელიწადში დაახლოებით 1.9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს და თურქეთის ეკონომიკას შემოსავლის სახით 5 მილიარდ ლირას მოუტანს.