თეოლოგი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მთავარი ექსპერტი ბექა მინდიაშვილი სოციალურ ქსელში ცხოველთა უფლებებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს. 

"ვეფხვს არ აქვს არანაირი მოვალეობა, რომ არ გაგლიჯოს ადამიანი, ასევე ძაღლს არ აქვს არანაირი მოვალეობა, არ უკბინოს გამვლელს, ჩვენ, ამის მიუხედავად, გვაქვს მოვალეობა, არ მოვეპყროთ სასტიკად ცხოველებს. შეუძლებელია, ცხოველთა უფლებებზე ლაპარაკი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ცხოველს ამ უფლებების შესრულებაზე ვერანაირ ხელშეკრულებას ვერ დაუდებ, - მხოლოდ ჩვენ, ადამიანები შეიძლება შევთანმხდეთ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის დაუშვებლობის შესახებ, მაგრამ მგელთან ვერ შეთანმხდები იმაზე, რომ არ შეჭამოს შენი ცხვარი. მესმის, რომ "ძაღლს აქვს უფლება" - ამაღლებულად ჟღერს, მაგრამ ამ სიტყვათშეთანხმების მიღმა შეუძლებელია შინაარსის ამოკითხვა. მარტივად, უფლებების გარეშეც, შეიძლება დავიცვათ ცხოველები სასტიკი ადამიანებისგან" - წერს ბექა მინდიაშვილი. 

ცნობისთვის, ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა და "ტაბულას" მფლობელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა რამდენიმე დღის წინ ცხოველთა უფლებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა -  მე ვერ ვისაუბრებ ცხოველთა უფლებებზე იმიტომ, რომ ჩემთვის ასეთი უფლება არ არსებობს რადგან ცხოველს ვალდებულება არ გააჩნია

ასევე დაწერა ადამიანი რომ ძაღლს აწამებს, ადამიანის პასუხისმგებლობა დგება - და მელია რომ ინდაურის უფლებას შელახავს?