მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ წერილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და წერს:

"საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashviliთუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ? რატომ დაბლოკეთ ჩემი ONLINE ჩართვა სასამართლოზე? ჩემს და თქვენს შორის განსხვავებაც სწორედ ისაა, რომ რაც არ უნდა მიმძიმდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას. აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ!" წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, დღეს შალვა პაპუაშვილმა წერილი გამოაქვეყნა, რომელიც სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ხედვამ, რომ „აღქმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტები“ დიდად დააზიანა ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პარტნიორი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლად იქცნენ