რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი, რომელიც 4 ივნისს ბათუმში დაგეგმილი ღონისძიებისთვის ქვეყანაში უნდა ჩამოსულიყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში არ შემოუშვა.
ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა, გაავრცელა ინფორმაცია: "რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს სასაზღვრო კონტროლზე მოათავსეს და ისრაელში რეისზე დასვეს, საიდანაც ჩამოვიდა. ამის შესახებ მისი ქართული სპექტაკლების ორგანიზატორებმა მაცნობეს. მისი კონცერტი 2 ივნისს თბილისში, 4 ივნისს ბათუმში იყო დაგეგმილი.შენდეროვიჩი საქართველოში რამდენჯერმე იყო ნამყოფი, მათ შორის ბოლო რამდენიმე თვის წინ.".
"აიპრესი" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გასარკვევად, თუ რა იყო მიზეზი, რატომ არ შემოუშვეს შენდეროვიჩი საქართველოში? თუმცა, უწყებაში ამაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.