„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე UNICEF-ის მხარდაჭერით „საქსტატის“ მიერ ჩატარებულ ახალ გამოკვლევას საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ დადებით შედეგებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც კვლევაში აისახა.
„ორგანიზაცია UNICEF-მა კვლევა გამოაქვეყნა, სადაც თვისობრივად რამდენიმე მოდული ერთიანდება, მათ შორის განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სასკოლო საათების განმავლობაში კვება, მატერიალურ-სოციალური დანაკლისი და სხვა.
გამოწვევებთან ერთად, რიგი მიმართულებების დინამიკა თვალშისაცემია. მაგ: ბავშვთა აღმზრდელობითი, სკოლამდელ და სკოლის მოსწავლეთა სასწავლო დაწესებულებებით კმაყოფილება, სახელმწიფოს მხრიდან მიწოდებული სამედიცინო მომსახურება და სხვა.
აუცილებლად აღსანიშნავია სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტული მიდგომა შშმ პირთა, სოციალურად დაუცველ სკოლამდელ და სკოლის მოსწავლეთა მიმართ;
სოციალური დახმარება 50 ლარით გაიზარდა და 2023 წლის ივლისიდან 200 ლარი გახდა; სოციალურად დაუცველ მოსწავლეთა პროგრამა 465 მილიონ ლარს შეადგენს.
შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე მოსწავლეებისათვის 2022 წლიდან დახმარება 275 ლარს შეადგენს, ხოლო მკვეთრად გამოხატულ შშმ პირთა დახმარება 65 ლარით გაიზარდა და 340 ლარი გახდა;
საჯარო სკოლების 1 მილიარდიანი პროგრამის ფარგლებში 2026 წლამდე ყველა დაწესებულება რეაბილიტირებული იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
გამოწვევები მართლაც ბევრია, თუმცა აღსანიშნავი და იმედის მომცემია ხელისუფლების პრიორიტეტული მიდგომა ბავშვების, სოციალურად დაუცველი და შშმ მოსწავლეების მიმართ“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.