სალომე ზურაბიშვილი ამ გზაზე თქვენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება არ გახდეს, ახალგაზრდებო. - ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს. 

"არ დაუშვათ, რომ ზურაბიშვილი რომელიც დღეს ,,პროცესების ლიდერია"30 დეკემბერს პროცესების გულშემატკივარი გახდეს. ამიტომ, ყოველთვის ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად თუ გვინდა გამარჯვება და აუცილებლად გავიმარჯვებთ" - წერს ზვიად კუპრავა. 

ცნობისათვის: საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.

სრულად დათვლილი 225 ბიულეტენიდან საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო ერთი ბიულეტენი იყო ბათილი. ადა მარშანიამ, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს.

ცესკო-ს სხდომაზე შედგა შემაჯამებელი ოქმი, რომელიც საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა.

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.

ასევე, პარლამენტთან, პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, საპროტესტო აქცია "ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს" მიმდინარეობდა. ისინი მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევას აპროტესტებენ.