თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის N1-ში, გამოსახლების დროს დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, 3000-3000 ლარიანი გირაოთი შეეცვალათ და დარბაზიდან გაათავისუფლეს.

საქალაქო სასამართლომ კეკელეძის ქუჩაზე მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების დროს შეკრებილ მოქალაქეებს,  აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას, რომლებიც აღსრულების ბიუროს მიერ ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა 2023 წლის 25 იანვარს შეუფარდა. 

ორივე დაკავებულს გამოძიება ედავება, აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის მიზანმიმართულად დაზიანებას.  რაზედაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი

შეგახსენებთ, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 18 პირი, სისხლის სამართლის კოდექსით კი 2 პირი დააკავა.