ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონი, მე-2 კვარტალი, 24-ე კორპუსის მიმდებარედ, 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება და ეზო წესრიგდება. 

ეწყობა ბორდიურებიც. გზის საფარის მოწყობამდე, კორპუსში სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მიმდინარე სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.

პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში 73 000 ლარი არის გათვალისწინებული.