დღის სიახლეები

მე როცა ციხეში ვიყავი, ვშიმშილობდი და რეჟიმის უფროსმა გამიყვანა და ასეთი რამე თქვა: ხომ ხედავ, ექიმი არ გაკითხავს, პატრონი აქ არავინ გყავს და ნუ შიმშილობ, თორემ, თირკმელი გაგეთიშება და 17 თეთრად ჩამოგწერენო. მაშინ ვთქვი, რომ მე შიმშილობას შევწყვეტ და არაფრით არ დავუშვებ რომ მე აქ მოვკვდე-მეთქი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობა8:05 • 14 მაისი, 2025
მთავრობა

იტალიის რესპუბლიკასა და უნგრეთში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ.
12:57 • 20 მაისი, 2025
პარლამენტი
პრემიერი

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
12:36 • 7 ოქტომბერი, 2023

ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.
10:47 • 5 ოქტომბერი, 2023
სოცმედია

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თბილი საუბრები გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გალღობაზე მიუთითებს.
6:17 • 17 მაისი, 2025
სხვა სიახლეები

„ცრუპენტელა „ნაცები“ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ, როცა საგამოძიებო კომისიაზე ლაპარაკობენ. ამ ადამიანებს სათქმელი არაფერი აქვთ. კეთილი ინებონ, კომისიის სხდომაზე მობრძანდნენ, დაზარალებულები ათას უბედურებას ჰყვებიან და ამ ადამიანებს პასუხები გასცენ. რაიმე თუ არასწორია, მაშინ თავიანთი სიმართლე თქვან, მაგრამ როცა კარგად იციან, რას სჩადიოდნენ, ამიტომ იძულებული არიან, პოლიტიკას თავი შეაფარონ." – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
12:01 • 20 მაისი, 2025

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ დავით სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კვანძის მოწესრიგება დაიწყო.
11:58 • 20 მაისი, 2025

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტების განხილვისას, ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შეჭრის ფაქტს გამოეხმაურა.
11:55 • 20 მაისი, 2025

„შუქი მოვიდა, ტელევიზიები ჩაირთო და გაზეთების კვდომის პროცესიც დაიწყო იმიტომ, რომ ადამიანებს მატერიალურად არ ჰქონდათ საშუალება, რომ გაზეთი ეყიდა, ტელევიზორი კიდევ უფასო იყო. უფასო ტელევიზორში იყო უფასო შოუ, უფასო შოუს დგამდა სააკაშვილი. ყველა არხზე სააკაშვილი იყო. არაფერში სჭირდებოდა გაზეთები, სადაც კრიტიკული ანალიტიკური პუბლიკაციები გამოქვეყნდებოდა“-განაცხადა ჟურნალისტმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
11:44 • 20 მაისი, 2025