GE EN

დღის სიახლეები

მთავრობა

სოზარ სუბარი: ადამიანმა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს იქ იდგა, მომწერა, რომ კიდევ ერთი ადამიანი, ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან, ქაშვეთის ტერიტორიაზე ჩაქოლეს - ჩანს, კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესასწავლი

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, 2011 წლის 26 მაისის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, დარბევის ღამეს ქაშვეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

9:37 • 19 მაისი, 2025

პარლამენტი

პრემიერი

პრემიერი: ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

12:36 • 7 ოქტომბერი, 2023

პრემიერი: არანაირი მოკლე გზა არ არსებობს - ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

10:47 • 5 ოქტომბერი, 2023

სოცმედია

Euronews: საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპელ ლიდერებს ტირანას სამიტზე ესაუბრა, რაც ევროკავშირთან ურთიერთობების დათბობაზე მეტყველებს

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების  სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თბილი საუბრები გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გალღობაზე მიუთითებს.

6:17 • 17 მაისი, 2025

სხვა სიახლეები

დავით ჭიჭინაძე: ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი-ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების კიდევ უფრო დაშინებას და იმის ჩვენებას, რა დაგემართებათ, თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ

ნონა გაფრინდაშვილის შვილი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შესახებ საუბრობს, რომელიც იმ ღამით განვითარებულ მოვლენებს სადამსჯელო სპეცოპერაციას უწოდებს. 

8:55 • 19 მაისი, 2025

ნონა გაფრინდაშვილი: თემურ ლოგუას რეზინის ტყვიები მოხვდა სახეში. დაეცა, სპეცრაზმის მანქანით გადაუარეს მკერდზე, საბურავის კუთხემ ყური მოაგლიჯა, სკალპი უკვე ახდილი ჰქონდა - დასისხლიანებულ, მოშიშვლებულ თავის ქალაზე ფეხს აბიჯებდნენ

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2011 წლის 26 მაისს მომხდარ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის  ფაქტებს განიხილავენ, ნონა გაფრინდაშვილი იხსენებს მისი რძლის ძმაზე, თემურ ლოგუაზე, განხორციელებულ სისასტიკეს. 

8:30 • 19 მაისი, 2025

მე-2 ქვეით ბრიგადაში უფროსკლასელ მოსწავლეებს უმასპინძლეს

პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობებში შემავალ ქვედანაყოფებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის  სკოლებიდან მაღალი კლასების მოსწავლეები რეგულარულად სტუმრობენ. ამჯერად, სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს უმასპინძლეს. ახალგაზრდებმა ქვედანაყოფში ვიზიტის სურვილი თავად გამოთქვეს.

8:21 • 19 მაისი, 2025

კახეთში ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

8:13 • 19 მაისი, 2025