თბილისის საქალაქოს სასამართლომ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე, ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშს და რამაზ მამულაძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა.

საქმეზე სულ 14 ბრალდებული იყო. მათგან ექვს პირს — გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძესა და სერგო მეგრელიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

მათ ბრალად წარდგენილი ჰქონდათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში. რაც  6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს