აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვის მეუღლე, სევინჩ სადიგოვი სოციალურ ქსელში წერს რომ ნიღბიანმა პირებმა მისი მეუღლე გაიტაცეს. 

"ახლახან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი 4–5 ნიღბიანი პირი შეიჭრა იმ ადგილას, სადაც აფგანი იმყოფებოდა, და ძალის გამოყენებით წაიყვანეს. არანაირი ინფორმაცია არ არის მოწოდებული იმის შესახებ, თუ სად წაიყვანეს ან რა იყო მიზეზი." - წერს აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 2026 წლის აპრილის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე დააკავეს. 

5 აპრილს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ  თბილისის საქალაქოს სასამართლოში ჩატარდა სხდომა, სადაც მოსამართლემ სადიგოვის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.