ცოტა ხნის წინ, სტიქია იყო ახმეტის მუნიციპალიტეტში, დასეტყვილია სოფლები: მატანი, ალვანი და საკობიანო. ინფორმაციას და ფოტომასალას მოსახლეობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა, რის შედეგადაც ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები დაზიანდა.
ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.




