ნაციონალური მოძრაობის ყოფილი  თავმჯდომარის ნიკა მელიას პარტიიდან  გარიცხვის ფორმას ეხმიანრბა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის წერს, ოპოზიციური პარტიის ირგვლივ მოვლენების განვითარება ძალიან წააგავდა გია დანელიას გენიალური ფილმი "აფონიას" იმ სცენას, სადაც მთავარ გმირს საჯაროდ "როზგავენ" და უკუაგდებენ "მშობლიური" კოლექტივიდან.

„არსენ ავაკოვის მეგობრის ამ აღიარებაში ყველაფერია ჰარმონიული, საკუთარი ახალგაზრდობის დროინდელი ნოსტალგიური მოგონებები კომუნისტურ წარსულზე და ასევე საკუთარი ყოფილი პარტიის ამ კომუნისტური წეს-ჩვეულებების ფილტრებში გატარებაც. "პარტიიდან გარიცხვის ფაქტი ბოლოს რომ მოხდა, მე ვიყავი ძალიან ახალგაზრდა. კომუნისტური პარტიიდან რიცხავდნენ და ეს იბეჭდებოდა გაზეთებში", - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მე კი დავამატებ, რომ მელიას საჯარო ეგზეკუცია კიდევ ერთ კომუნისტურ პროცედურას - ამხანაგურ სასამართლოს წააგავდა.

"პროდასავლურობასა" და"დემოკრატიულ ღირებულებაზე" პრეტენზიის მქონე პარტიამ, უნიჭო "რიმეიქი" წარმოგვიდგინა გია დანელიას გენიალური ფილმი "აფონიას" იმ სცენისა, სადაც მთავარ გმირს საჯაროდ "როზგავენ" და უკუაგდებენ "მშობლიური" კოლექტივიდან. პროვინციიდან ადამიანის განდევნა შეიძლებაო, მაგრამ ადამიანიდან პროვინციალიზმის - გამორიცხულია. ეს გამონათქვამი მიესადაგება სწორედ ამ კომუნისტი მშობლების და კომკავშირული წარსულის მქონე "მედასავლეთეებს", სადაც განა პატიოსან კომუნისტებს თუ კომკავშირელებს ვაყენებ შეურაცხყოფას, არამედ ამ წარსულთან ჰეროიკულად "მებრძოლ" ნეო-ტროცკისტებს,“ - წერს  დავით ქართველიშვილი.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“..

ასევე მურთაზ ზოდელავა ამბობს: ხაბეიშვილმა "ფორმულას" ეთერში რაც გააკეთა, მაგას ჰქვია საჯაროდ კიკუს პოზაში ჩადგომა, თავმჯდომარედ კი არა, ნაცნობადაც ვერ ვიგუებ 

გია ბარამიძე: მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ, ამ საკითხში შეუთანხმებლობა მდივნობასთან შეუთავსებლად თუ ჩაითვლება, მზად ვარ, თავმჯდომარეს ამ თანამდებობიდან წასვლაზე მივმართო