სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ დოლაბერიძემ და ვეტერინარიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის დეტალები კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გააცნეს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ ხაზი გაუსვა რეგიონში პროგრამის განხორციელების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მისი ორგანიზებულად წარმართვისთვის ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა ითვალისწინებს პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას უფასოდ. ასევე, მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას.
პროგრამა ხელს შეუწყობს ცხოველების ჯანმრთელობის დაცვასა და ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.




