ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს. 

გვსურს, გამოვეხმაუროთ ჩოხატაურის ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლესთან დაკავშირებით ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას.

საზოგადოებისთვის სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განვმარტავთ, რომ ხელოვნების სასახლის სახურავის სარემონტო სამუშაოები, რომელიც 2025 წელს დაიწყო, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სივრცის მოწესრიგება. 

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მტკიცება, თითქოს სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. - ნათქვამია ოზურგეთის მერიის განცხადებაში.