"გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

 მისივე თქმით, ნებისმიერი რეჟიმის დანაშაულების გამოძიებაზე საუბარი, მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემდეგ შეიძლება.

"პარლამენტი საქმიანობაში მონაწილეობას რომ არ ვაპირებთ, უკვე არაერთხელ ვთქვით და ამ მხრივ, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. რაც შეეხება გამოძიებას, არა მარტო "ნაციონალური მოძრაობის", არამედ ნებისმიერი სხვა რეჟიმის დანაშაულების გამოძიებაზე მას შემდეგ ვისაუბროთ, რაც ხელახალი არჩევნები დაინიშნება", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.