ჩვენ გვაქვს საჯაროდ გაცხადებული ჩვენი სურვილი, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს ურთიერთობები აშშ-სთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ასე წარიმართა ეს პროცესი. ჩვენ გვაქვს საჯაროდ გაცხადებული ჩვენი სურვილი, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს ურთიერთობები აშშ-სთან. ასეთი ურთიერთობები ხელს უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მთავარია, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.