გრენლანდია შეიძლება გახდეს დამოუკიდებელი, თუ მის მცხოვრებლებს სურთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გახდეს აშშ-ის შტატი, - ასე უპასუხა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. 

reuters-ი ასევე წერს, რომ გრენლანდიის ლიდერმა უკვე გამართა მოლაპარაკებები დანიის მეფესთან,  ფრედერიკ X-სთან, კოპენჰაგენში. 

შეგახსენებთ, ადრე დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა: „ხალხი უზარმაზარ სარგებელს მიიღებს, თუ და როდესაც გრენლანდია გახდება ჩვენი ქვეყნის ნაწილი. ჩვენ მოვუვლით და დავიცავთ მას ბოროტი გარე მსოფლიოსგან. გავხადოთ გრენლანდია კვლავ დიადი!“