14 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე შეხვედრას ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

 მატჩისწინა ვარჯიში ნაკრებმა საგურამოში გამართა.

„ძალების აღსადგენად მცირე დრო გვაქვს, მაგრამ ალბანეთის ნაკრებიც იგივე მდგომარეობაშია. დღესაც ვარჯიშია და მიმაჩნია, რომ სათამაშოდ მზად ვართ.

ალბანელი გულშემატკივრები პირველი მატჩის დაწყებამდე ცუდად მოგვექცნენ, თუმცა ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, მათ მსგვასად არ მოიქცნენ და კონცენტრირდნენ ჩვენს მხარადჭერაზე.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უკრაინელები პოზნანის მოედნისთვის უფრო მომზადებულები იყვნენ, ჩვენ კი ფეხი გვისრიალებდა. ხვალ კარგ მოედანზე ვითამაშებთ და იმედია, უკეთეს ფეხბურთსაც ვაჩვენებთ“, – განაცხადა დვალმა პრესკონფერენციაზე.

ერთა ლიგის B1 დივიზიონში საქართველოს ნაკრები ალბანეთს „მიხეილ მესხი არენაზე“ 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე უმასპინძლებს.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.