„იყო ძალიან დიდი, საერთაშორისო პროექტი, სახელად "ევროპალია", აქაც სერიოზული პოლიტიკური სირთულეები იყო, რაზედაც მე აქამდე არ მისაუბრია. ახლად დანიშნული გახდით, როდესაც ემისრები, ამას სხვა სიტყვა არ ჰქვია, ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან. ოთხი მეცნიერი, მაღალი დონის წარმომადგენელი და მითხრეს, დამიდეს წინ ფურცელი, სადაც ეწერა, რისგან უნდა შედგებოდეს ეს ფესტივალი და ამიხსნეს, რა არის საქართველო და ქართული კულტურა. - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში "ნოესთან" განაცხადა. 

"მე ამას შევეწინააღმდეგე, იმიტომ, რომ ჩემთვის, ერთი ქართველისთვის, აღარაფერს ვამბობ მინისტრისთვის, არაერთი მიუღებელი რამ ეწერა ამ ე.წ. საგზაო რუკაზე  და დავსვი კონკრეტული კითხვები. რატომ არ არის წარმოდგენილი სხვადასხვა მიმართულება, რაც ტრადიციულად ქართველი ადამიანის თვალში ასაცხავ მის კულტურას საუკუნეების მანძილზე. მათ მიპასუხეს, რომ მათთვის არ არის საინტერესო ქართველი რას ფიქრობს საკუთარ კულტურაზე, მათთვის საინტერესოა ევროპელს დაანახონ რა არის მისთვის საინტერესო ქართულ კულტურაში.  

ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. იმიტომ რომ მე დღესაც მწამს და ამ ხედვის შესაბამისად ვმართეთ ეს  სამინისტრო, რომ ქვეყნის გარეთ უნდა გაიტანო შენ ის, რაც შენ მიგაჩნია რომ არის შენს შესახებ საუკეთესო. და არა ის, რასაც შენ მასპინძელი ქვეყანა გიკარნახებს, რომ მას ჰგონია შენს შესახებ არის საჩვენებელი.

აქედან დაიწყო სერიოზული პრობლემები, რომელიც არ იყო ხილული. და "ევროპალიამ" ყველასთავის, გარეშე თვალისთვის წარმოუდგენელი წარმატებით ჩაიარა და ჩვენი კულტურისა და ხელოვნების ყველა დარგი იყო სათანადო დონეზე წარმოდგენილი. ასევე მათ თქვეს, რომ "ბასიანი" და სხვა ანსამბლები იმიტომ არ არის წარმოდგენილი, რომ ჩვენ არ გვინდა ევროპაში ჩოხიანი ქართველი კაცი. ეს ჩემთვის იყო აბსოლუტურად სკანდალური. ბევრი კონფლიქტის შედეგად, ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა - ვაიძულეთ, რომ არა მხოლოდ "ბასიანი", არამედ სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით კამერული გუნდი  სამების საკათედრო ტაძრის, ჩაბრძანებულიყო. რეალურად ეს იყო ის კონცერტები, სადაც არც ბილეთები იშვებოდა, როგორც იტყვიან ხოლმე სალაპარაკო ენაზე, დარბაზი დაინგრა. ეს იყო საერთაშორისო პროექტები, რომლებსაც დიდი გამარჯვებები და წარმატებები ხვდა წილად. მაგრამ, იყო პოლიტიკური წინააღმდეგობებით სავსე. როდესაც შენ გარედან გკარნახობენ, რა უნდა ჩაიტანო შენი კულტურის შესახებ." - განაცხადა თეა წულუკიანმა