საქართველოში დენგეს ადგილობრივი შემთხვევა არასდროს ყოფილა. შემოტანილი შემთხვევები ყოველწლიურად გვაქვს, შეიძლება, წელიწადში რვამდე იყოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„მთავარია, რომ ადგილობრივი გადაცემა ჩვენთან არ არის აღწერილი. მაგალითად, სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ადგილობრივი შემთხვევები უკვე აღწერილია და ეს გადამტანით გადაცემადი დაავადებაა. ასე რომ, გადამტანი თუ არ არის, იქ ვერ გავრცელდება. პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია. საავადმყოფოში, სადაც იწვა, ჩატარებულია დეზინფენქცია, ანუ მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებები. ეს ჩვეულებრივი პროტოკოლია. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს. პაციენტი გამოჯანმრთელებულია და თავის ქვეყანაში დაბრუნდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხთან.




