დღეს, 2026 წლის 7 ივნისს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა.
გუშინ კი, ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, უწყების ხელმძღვანელი და უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, პრიორიტეტი პაციენტთა ინტერესების დაცვაა და თითოეული გადაწყვეტილებაც სწორედ ამის გათვალისწინებით იქნება მიღებული.
სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დიუშენის დისტროფიის მქონე პაციენტების ეფექტური მართვისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც იმსჯელეს.
როგორც აღინიშნა, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, შეხვედრები გაგრძელდება.




