საქართველოს პროკურატურის განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის  გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.

გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დღეს, სოფელ ატენში,  გარდაცვლილი იპოვეს.

მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.