ზუგდიდის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდასაჭერად, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
მათ შორისაა ზუგდიდის მერიის სოციალური პროგრამა - თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 2411 ვიზიტი;
უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში 37 შშმ პირს აუშენდა სახლი;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 100-მდე სმენადაქვეითებულ და მხედველობადქვეითებულ პირს უწევს მხარდაჭერას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ერთადერთია რეგიონის მასშტაბით, რომელსაც სმენადაქვეითებული ბენეფიციარებისთვის სურდო თარჯიმნის მომსახურების სერვისი აქვს;
2021-2025 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილმა 11-მა სოციალურმა პროექტმა. 300-ზე მეტი შშმ პირი ჩაერთო სხვადასხვა მიმართულების სოციალურ პროექტში;
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულია 1800-მდე შშმ პირი;
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში (უფასო სასადილოს მომსახურება), გათვალისწინებულია ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები სხვადასხვა მოწყვალდი ჯგუფების, მათ შორის შშმ პირების, ყოველდღიური ცხელი სადილით უზრუნვლყოფა. უფასო სასადილოს ბენეფიციარები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობენ;
ზამთრის პერიოდში, სოფელში მცხოვრებ შშმ პირებზე გაიცემა საბაზისო საკვები პროდუქტების ნაკრები;
18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლობლობის და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვების ფინანსური მხარდაჭერისთვის გაიცემა ერთჯერადი დახმარება;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (მკვეთრად გამოხატული), სმენა და მხედველობადაქვეითებულ პირთათვის გათვალისწინებულია კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება 4 თვის განმავლობაში;
შშმ პირებს (მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე), სოციალურად დაუცველ ოჯახებს (სარეიტინგო ქულა 65001-ზე ნაკლები), რომლებსაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე ავადმყოფი, შეუძლიათ, ისარგებლონ მომვლელის პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს ყოველთვიური მოვლის დაფინანსებას;
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგამით გათვალისწინებული ბავშვთა აბილიტაცია/ რეაბილიტაციის დაფინანსებასთან ერთად, ზუგდიდიდის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსებას სხვადასხვა სახის ინტელექტუალური შესაძლებლობის შეზღუდვისა ან/და ქცევითი აშლილობის მქონე პირებისთვის (დიაგნოზით: დაუნის სინდრომი, ბავშვთა ცერებრული დამბლა, სხვა პარალიზური სინდრომი, განვითარების ეტაპების დაყოვნება).
ასევე, 18 წლის და მეტი ასაკის შშმ (მკვეთრად გამოხატული) პირებისთვის გათვალისწინებულია სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსება;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აუტიზმის სპექტრის (F84.0; F84.9) დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით ამ ეტაპზე სარგებლობს 150 ბავშვი. მომსახურების, დაფინანსება განსაზღვრულია ყოველთვიურად არაუმეტეს 18 საათისა;
შშმ პირებს, რომლებიც არიან ჰემოდიალიზისა და პერიტონეალური დიალიზის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო ცენტრში, ტრანსპორტირების ხარჯების თანადაფინანსება ხორციელდება;
ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ პერიტონიალური დიალიზის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის, რომლებიც სერვისის მისაღებად გადაადგილდებიან სხვა მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრებში, ხდება ტრანსპორტირების ხარჯების თანადაფინანსება.