საქართველოს ათლეტიზმის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა


საქართველოს ათლეტიზმის ეროვნული ნაკრები ლიეტუვაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობდა. ქართველმა სპორტსმენებმა ასპარეზობა სამი - ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის - მედლით დაასრულეს.
გიორგი გელაშვილმა  (- 59 კგ) წოლჭიმში 155 კგ დაძლია, მსოფლიოს ახალგაზრდული რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა; ასევე ოქროს მედალი მოიპოვა თემურ სამხარაძემ (+120 კგ), მან ამოწევაში 390 კგ დაძლია; სოფიკო კვანჭიანი (-63 კგ) კი წოლჭიმში დაძლეული 120 კგ-ით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს