განაცხადა საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე განაცხადა, რომ სასდაც არ არის მშვიდობა და სტაბილურობა,  არც ლოცვას და არც განვითარებას აზრი არ აქვს.

„ქართული სახელმწიფო დღეს რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება. ჩვენ, სასულიერო პირები მთელი გულით ვუჭერთ მხარს ამ პოლიტიკას, რადგან იქ, სადაც არ არის სტაბილურობა, არც ლოცვას და არც განვითარებას აზრი არ აქვს,“- განაცხადა საქართველოს მუსლიმთა შეიხმა.

იფთარზე საქართველოს პრემიერმა განაცხადა: დღეს რეგიონში მიმდინარეობს ურთულესი მოვლენები და ამ ფონზე განსაკუთრებით სიმბოლურია ის, რომ საქართველოში სუნიტები და შიიტები ერთად ერთ მეჩეთში ლოცულობენ - სწორედ ამით არის ქართული ისლამი უნიკალური