საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული სიღნაღის IV საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გამარჯვებული თეატრების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.
I ადგილი - „დავიდი და ედვარდი“,„კლაიპედას ციხესიმაგრის თეატრი“, ლიეტუვა;
II ადგილი - „ჰელადოსი“, თეატრი „მოდი ნახე“, საქართველო;
III ადგილი - „ასტერიონის პერანგი“, თეატრი „სულისლაპურა“, ესპანეთი.
გამარჯვებულ თეატრებს ფულადი პრემიები გადაეცათ, რომლებიც მათი საქმიანობის მხარდაჭერასა და შემდგომ განვითარებას მოხმარდება.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული საპრიზო ფონდი 20 000, 15 000 და 10 000 ლარს შეადგენს.
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ყოველწლიურად, ივნისის დასაწყისში იმართება. მისი მთავარი მიზანი სახალხო თეატრების მხარდაჭერა და მათი განვითარების ხელშეწყობაა.




