ძლიერმა ქარმა ახმეტაში პრობლემები შექმნა. უამინდობის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, მოგლეჯილია ხეები, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისთვის ქალაქ ახმეტასა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და მერიის შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს მოგლეჯილი ხეებისგან გზების გაწმენდის სამუშაოები. სტიქიამ პრობლემები შექმნა თელავშიც. ქარმა წააქცია მრავალწლოვანი ხე, რის გამოც დროებით შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე.