უკან მოუხედავად ვბლოკავ ყველა კრეტინს, ვინც ჩემს პროფესიულ საქმიანობაზე კითხვის დასმის და არგუმენტებში გარკვევის ნაცვლად, ჭკუას მარიგებს.
მიზეზი მარტივია - არასოდეს მომივა თავში აზრად არქიტექტორს, კომპოზიტორს, ფსიქიატრს, სანტექნიკოსს და ასე შემდეგ, თავის პროფესიაში ჭკუა ვარიგო. - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
არ მისწავლია ეს საქმე, არ ვიცი - და იმიტომ.
მე ვიყიდი/დავუკვეთავ იმის სერვისს, ვინც ჩემში ნდობას აღძრავს და ვისი პროფესიული საქმიანობის პროცესი/შედეგი მომწონს, როგორც მომხმარებელს.
ყველასგან იგივეს ვითხოვ!
მოგწონთ რასაც ვაკეთებ? ხმა მომეცით!
კითხვები გაქვთ? მკითხეთ!
არგუმენტები გაინტერესებთ? მომთხოვეთ!
არ მოგწონთ? არ მომცეთ ხმა!
რაც შეეხება დაუკითხავ რჩევებს, ყველას ყეყეჩად გთვლით, ვინც ბედავთ ჩათვალოთ, რომ ჩემზე უკეთ გესმით ჩემი საქმე და ჩემზე უკეთ იცით, რაც მინდა, იქამდე რიგორ მივიდე.
თქვენ არაფერი გისწავლიათ და ვერაფერს ღირებულს იტყვით. რომ გესწავლათ, სხვისი ნასწავლის ფასიც გეცოდინებოდათ." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".




