თბილისში, დიდუბის რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანაზე დამაგრებული რკინის არმატურა, შუქნიშანთან დამუხრუჭების დროს, ჩამოცვივდა და კაბინას დაეცა, რასაც მძღოლის გარდაცვალება მოყვა.
როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.




