ძალიან მიჭირს, სიტყვებით გადმოვცე ჩემი მწუხარება ჩვენი პატრიარქის, სულიერი წინამძღოლის, ჩვენი სულიერი მამის - ილია ll-ის გარდაცვალების გამო. ის ყოველთვის იყო ქართველი ხალხის ძლიერი საყრდენი და დიდი იმედი. - ამის შესახებ კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის სამძიმრის წერილში ნათქვამი
"ჩვენი პატრიარქი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, შინაგანი მრწამსით იყო მაგალითის მიმცემი. ჩვენთვის სამაგალითოა მისი ჭეშმარიტად ქრისტესმიერი სიყვარული, თავმდაბლობა და კაცთმოყვარეობა, სიბრძნე და სიმშვიდე, მასშტაბური აზროვნება, ქვეყნის ერთგულება და მისთვის თავდადება. ის იყო დიდი ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულ პატივისცემასა და მოწიწებას იწვევდა არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
დღეს ჩვენ ყველანი ჭირისუფლები ვართ. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ღირსეულად ვატაროთ ეს დიდი ტკივილი და მისი უწმინდესობის ხსოვნას პატივი მივაგოთ ისე, როგორც მის ნათელ სულს ეკადრება." - წერს კულტურის მინისტრი.




